თელ-ავივის ცენტრში სროლის ხმა ისმის. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 10-15 ადამიანი, სულ მცირე 4 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 2 კი გარდაიცვალა.
თავდასხმა დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა.
სხვადასხვა მედიების საშუალებით გარდაცვლილების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.